საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. პოლიტიკური დიალოგი რეგულარულად იმართება, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ორ ქვეყანას შორის არსებობს სოლიდური სახელშეკრულებო ბაზა, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს. ბულგარეთის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა საქართველოს დახმარებას უწევს ევროკავშირის პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისთვის“ (Development Cooperation Program) ფარგლებში.

2017-2019 წლებში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო ითავსებდა საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციასაც.

დინამიურია თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის ფორმატი. კომისიის უკანასკნელი - მე-6 სხდომა 2019 წლის 4-5 აპრილს ქ. სოფიაში გაიმართა.

ნაყოფიერია თანამშრომლობა საკანონმდებლო დონეზე, ორი ქვეყნის პარლამენტებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

სოფიის წმინდა კლიმენტ ოხრიდსკის სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ბულგარეთში ბაჩკოვოს მონასტრის ბიზანტიური მემკვიდრეობის კვლევით ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბებულია თანამშრომლობის ტრადიცია.

ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ბულგარეთის რესპუბლიკაში ძმები ბაკურიანისძეების მიერ დაარსებული ბაჩკოვოს მონასტერი, სადაც დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი (ქართული) ხატი.

ორ ქვეყანას შორის დაძმობილებული ქალაქები:

თბილისი - სოფია;
ქუთაისი - პლოვდივი;
ფოთი - ვარნა;
ფოთი - ბურგასი;
ბათუმი - ბურგასი;
ბათუმი - ბლაგოევგრადი;
ქობულეთი - ვარნა.

სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის

(მილიონი აშშ. დოლარი)

წელი

2018

2017

2016

2015

2014

ექსპორტი

258

178.8

167.2

214.3

167.1

იმპორტი

182

155.5

150.4

167.6

209.8


ბმულები:

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში
საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ბულგარეთის პარლამენტი
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა