საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილმა, ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს რწმუნებათა სიგელები გადასცა

21 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილმა, ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ბატონმა რადევმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა. მან აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ისაუბრა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. საზეიმო ცერემონიას დაესწრო ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, ასევე მედიის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.