საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ დაწესებული შეზღუდვები

ბულგარეთის რესპუბლიკამ საგანგებო მდგომარეობა 13 მარტიდან 13 აპრილამდე გამოაცხადა. ტერიტორიაზე შემოსვლა მხოლოდ საზღვრებზე შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. ტესტის შედეგების ნიადაგზე წყდება მგზავრის მოთავსება კარანტინში/თვითიზოლაციაში.

🛑  საჰაერო -  თურქეთის ავიახაზები შეზღუდულად ახორციელებს ფრენებს სტამბოლის მიმართულებით იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც გასული 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ჩინეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ერაყი,  იტალია, კორეის რესპუბლიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი.   

მათ ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა ტრანზიტული გადაადგილებითაც.

·   ასევე ყოველდღიურად უქმდება ფრენები ევროპის სხვადასხვა მიმართულებით.

🛑 სახმელეთო და საზღვაო- ბულგარეთიდან თურქეთის ტერიტორიაზე  შესვლა აიკრძალა იმ პირთათვის ვინც გასული 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ჩინეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ერაყი,  იტალია, კორეის რესპუბლიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი.

- საზღვრებზე მოწმდება სატრანსპორტო საშუალებები და ხდება მათი შესაბამისი დეზინფექცია სპეციალური ტანსაცმლით აღჭურვილი თანამშრომლების მიერ.

- საზღვაო პორტები მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში. საბორნე  მიმოსვლა გრძელდება მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის მიზნით.

🛑 სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების ფუნქციონირება - სახელმწიფო ხალხს მიმართავს, იმუშაონ დისტანციურად თუ ეს არის შესაძლებელი.

🛑 საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება - სასწავლო პროცესი ქვეყანაში 16 მარტიდან შეწყდა განუსაზღვრელი ვადით.

🛑 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეზღუდვა/აკრძალვები 

გალერეები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და კლუბები იხურება. რესტორნები, ბარები და სწრაფი კვების ობიექტებიც დაიხურება 2 კვირით.

-   საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა 13 აპრილამდე.

-   ღამის ტრანსპორტი დროებით შეწყვეტს მუშაობას.

-  ყველას, ვინც ასეთ სიტუაციაში აგრძელებს მუშაობას (ბანკები, მომსახურების ოფისები, აფთიაქები, მაღაზიები და მარკეტები) მიეწოდებათ დეზინფექციისთვის საჭირო ყველა საშუალება (დღეში მინიმუმ 4-ჯერ), რათა მოხდეს სამუშაო ადგილების, სალარო აპარატების და სხვა ნივთების დეზინფექცია თავდაცვის მიზნით.

-  16 მარტიდან დაიხურა სათხილამურო კურორტები: ბანსკო, ბოროვეტსი, პომპოროვო.

🛑 ჯარიმები - ვირუსით დაინფიცირებული, ან ვირუსის მატარებელი ადამიანი ვალდებულია დაექვემდებაროს მკურნალობას ან კარანტინს/თვითიზოლაციას, ამ ყველაფერზე უარის თქმის შემთხვევაში, დაავადების გავრცელების საფრთხის შექმნის მიზეზით დაჯარიმდება 5 000 ლევის ოდენობით (დაახლოებით 2538 ევრო).