საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბულგარეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

2018 წლის 15 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში განაცხადის შევსებისას, მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომსახურების ღირებულება იქნება 50 აშშ დოლარი. ხოლო 2018 წლის 15 მაისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად განაცხადის შემოტანისას, მომსახურება იქნება უ ფ ა ს ო!