საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2018 წლის   1 ნოებრიდან აცხადებს   სტაჟირების   კონკურსს.   კონკურსის   შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან  მოქალაქეს, რომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საბუთები მიიღება 2018 წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის   ჩათვლითელ. ფოსტის მოსამართზე bulgaria.emb@mfa.gov.ge.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვმნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

 

კონკურსის თემატიკა:

  • საქართველოს კანონიდიპლომატიური სამსახურის შესახებ;
  • ბულგარეთის რესპუბლიკას და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები;

 

 

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში სტაჟირების კონკურსშიონაწილეობის მსურველმა ელექტორნული ფოსტის მისამართზე bulgaria.emb@mfa.gov.ge უნდა მოგვაწოდოს:

   

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

დ) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან   გასაუბრება   ჩატარდება   შემდეგ   მისამართზე:    საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში - კრიჩიმის ქ. 65, ლოზენეცი, ქ. სოფია.

 

სტაჟიორთა   შესარჩევი   კონკურსის   ეტაპების/გასაუბრების   თარიღი   დამატებით

ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების   შედეგების   დადებითი   შეფასების   შემთხვევაში,    სტაჟიორს   ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი  სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

 

გთხოვთ   გაითვალისწინოთ,  რომ  სტაჟირების  კონკურსი  ცხადდება  წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

ტელ.: +359 (2) 868 54 04, ელ. ფოსტა: bulgaria.emb@mfa.gov.ge.

 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.doc