საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულ უფელებიანი ელჩის, თამარ ლილუაშვილის, შეხვედრა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ცვეტა კარაიანჩევასთან

13 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულ უფელებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი, შეხვდა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ცვეტა კარაიანჩევას. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ისტორიული კავშირი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება და შავი ზღვის სრული პოტენციალის გამოყენება, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული პროექტების და ტურიზმის განვითარება.