საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით საფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომლებიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები. თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ.

არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

 

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:


თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით
ბულგარეთის რესპუბლიკაში, მიმართეთ საქართველოს საელჩოს ბულგარეთის რესპუბლიკაში, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით. იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე: 

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი : +359 (2) 868-54-04;

მისამართი : ქ. სოფია, ლოზენეცი 1164, კრიჩიმის ქ.,65, ფაქსი : +359 (2) 868-34-27; e-mail: bulgaria.emb@mfa.gov.ge

სამუშაო საათები: 09.00-18.00

ცხელი ხაზის ნომერი: +359 899 066 505.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზი: (+ 995 32) 294 50 50
; ელ. ფოსტა: consulinfo@mfa.gov.ge

 

 

აქვე, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას ბულგარეთის რესპუბლიკაში ტრეფიკინგთან ბრძოლის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების შესახებ, რომლებსაც ასევე შეგიძლიათ მიმართოთ, თუ კი აღმოჩნდით აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლი:

 

Animus Association: 

Address: 85 Ekzarh Yossif st.,1000 Sofia, Bulgaria
Telephone/Fax: +359 2 983 52 05; 983 53 05; 983 54 05
e-mail:animus@animusassociation.org

 

Bulgarian Gender Research Foundation


5 Evlogi Georgiev Blv. 1142 Sofia
Telephone:+359 2 9635357
Е-mail: office@bgrf.org
 

Caritas Russe

Oborishte 9, Sofia 1504
Telephone: +359 2 944 18 58
E-mail: communications@caritas-bg.org
Website: http://www.caritas-bg.org/ (
ბულგარულ ენაზე)

 

Civil Foundation“Alternativa 55”


Ul. Rusi Argov No. 2 Et.1, Stara Zagora
Telephone:  +352 4 264 71 19
E-mail: alternative55@abv.bg

 

Diva Foundation


Telephone: +359 32 641 946
Hotline: +359 32 641 069
E-mail: fgodiva_pl@yahoo.cominfo@divafoundationbg.org
 

Foundation“Centre Nadja”


12А Benkovski Str, 1000 Sofia
Telephone: +359 2 981 93 00
E-mail: nadja@cablebg.net
 

Foundation“Ekaterina Karavelova”


PK283, Silistra 7500
Telephone: +359 8 682 14 95
E-mail: ceta@mail.bg

 

Foundation "SOS – Families at Risk”


Slavyanska 32, 9002 Varna
Telephone: +359 52609677
Е-mail: sos@ssi.bgsfda@mail.orbitel.bg
Website: http://sos-varna.org (ბულგარულ ენაზე)

 

International Organisation for Migration (IOM)


145 Kniaz Boris Str. Sofia
Telephone: +359 2 939 4774
E-mail: iomsofia@iom.int
 

PULSE Foundation


Telephone: +359 76 601 010
E-mail: pulse.women@gmail.compulse.aids@gmail.com
 

Resource Centre “New Alternative”


ul. Georgi S. Rakovski 11A, 2700 Blagoevgrad
Telephone: +352 73 887004
E-mail: nova_alternativa@hotmail.com

 

“Samariani” Association


Patriarh Evtimii Str. 57, Stara Zagora 6000
Telephone: +359 42 621 083
E-mail: office@samaritans.bg
Website: http://www.samaritans.bg

ბროშურა ტრეფიკინგზე.pdf