საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სოფიაში საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა

2019 წლის 4-6  აპრილს, .  სოფიაში აქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა. საქართველოს მხრიდან კომისიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თავმჯდომარეობდა, ხოლო ბულგარეთისა მხრიდან - ბულგარეთის ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა  და  კომუნიკაციების  მინისტრი  როსენ  ჟელიაზკოვი.

კომისიის  მუშაობის  ფარგლებში განხილულ  იქნა  ორ  ქვეყნას შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიები და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრთან ემილ კარანიკოლოთან და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრთან როსენ ჟელაზკოვთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აგრეთვე, სამუშაო შეხვედრა გამართა მსხვილი ბულგარული კომპანიების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ბიზნესმენებსა და ბულგარეთში მოღვაწე ქართველებთან.