საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული დიასპორის საყურადღებოდ!

საგარეო საქმეთა სამინისტროდიასპორული ინიციატივების ფონდისპროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ დიასპორასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500.000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30.000 ლარი. დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის შედეგად დიასპორას გამჭვირვალე კონკურსის გზით საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს.

პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის  30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  diaspora@mfa.gov.ge;   

ასევე, საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების (ქართულ ენაზე, ან ნოტარიულად დამოწმებული   თარგმანის)   მიღება   მითითებული   ვადების   გათვალისწინებით   ხდება მხოლოდ ელექტრონულად.

ქვემოთ იხილეთ საგრანტო პროგრამის აღწერილობისა და საგრანტო განაცხადის ფორმები.

საგრანტო-განაცხადის-ფორმა-2019.pdf

საგრანტო-პროგრამა.pdf