საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ბულგარეთის პატრიარქთან

2019 წლის 13 ივნისს, ელჩი თამუნა ლილუაშვილი შეხვდა ბულგარეთის პატრიარქს ნეოფიტ როლსკის. შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა და მას საპატრიარქოს მხრიდან ესწრებოდნენ ვიდინის მიტროპოლიტი დანიილი და ტროიანის მონასტრის წინამძღვარი მეუფე სიონიი.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან რელიგიურ-კულტურულ მჭიდრო კავშირებს, ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ურთიერთობას და რელიგიური ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალს.