საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში

2019 წლის 16-19 ივნისს, საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბულგარეთის რესპუბლიკასვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) თავმჯდომარესთან ცვეტა კარაიანჩევასთან, პრეზიდენტთან რუმენ რადევთან და ბულგარეთის პატრიარქსა და სოფიის მიტროპოლიტ ნეოფიტ რილსკისთან. შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემები იყო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, ბულგარეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მისწრაფებისადმი მხარდაჭერა.