საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს

2019 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებსსაქართველოს ახალგაზრდა ელჩებისპროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსსაქართველოს ახალგაზრდა ელჩებისპროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენახალგაზრდა ელჩებიდა ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

  „ახალგაზრდა ელჩებისმთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.

  პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ავსტრიის რესპუბლიკაში; აზერბაიჯანში; ამერიკის შეერთებულ შტატებში; ბელარუსში; ბელგიის სამეფოში; ბულგარეთში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; დანიაში; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში; ესპანეთის სამეფოში; ესტონეთში; თურქეთის რესპუბლიკაში; იაპონიაში; ირლანდიაში; ისრაელის სახელმწიფოში; იტალიის რესპუბლიკაში; კანადაში; კვიპროსზე; კორეაში; ლატვიაში; ლიეტუვაში; მალტაზე; მოლდოვაში; ნიდერლანდების სამეფოში; ნორვეგიაში; პოლონეთის რესპუბლიკაში; საბერძნეთის რესპუბლიკაში; საფრანგეთის რესპუბლიკაში; უკრაინაში; უნგრეთში; ფინეთში; შვეიცარიაში; შვედეთის სამეფოში; ჩინეთში; ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.

  კონკურსის შედეგად შერჩეულიახალგაზრდა ელჩებისმონაწილეობით, საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიცახალგაზრდა ელჩებიწარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩიხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად იხილეთ 
  ახალგაზრდა ელჩების პროგრამაhttp://gov.ge/s/15113
 საკონკურსო განაცხადიhttp://gov.ge/s/5ada8

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995 32) 2945000 (შიდა - 3111)