საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს როსენ ჟელაზკოვს.

2019 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს როსენ ჟელაზკოვს. შეხვედრა გაიმართა თბილისის სილქ როუდ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში როსენ ჟელაზკოვის ვიზიტის დროს და მასზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი.