საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის თამარ ლილუაშვილის შეხვედრა ბულგარეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან დენიცა საჩევასთან

2019 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი შეხვდა ბულგარეთის რესპუბლიკის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს დენიცა საჩევას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის არსებულ ვითარებას და გაღრმავების პერსპექტივებს.