საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრთან

2020 წლის 23 იანვარს საქართელოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის მინისტრთან კრასიმირ კარაკაჩანოვთან. შეხვედრას დაესწრნენ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ათანას ზაპრიანოვი, თავდაცვის სამინისტროს საქართველოს დესკ ოფიცერი მარია ბონევა, საქართველოს სამხედრო ატაშე - პოლკოვნიკი ზურაბ ყიფიანი და საელჩოს მრჩეველი, ვახტანგ ანდღულაძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი ნატოს სამიტის ფარგლებში, ჩვენი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დეტალები და თავდაცვის სამინისტროებს შორის მჭიდრო ურთიერთობები და სამომავლო გეგმები.