საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ვარნის პორტის ხელმძღვანელობასთან

2020 წლის 8 თებერვალს, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა და ალბანეთის ელჩმა დონიკა ჰოჯამ ვარნაში ვიზიტი გამართეს ვარნის პორტის ხემძღვანელობასთან, მისი გამგეობის თავმჯდომარე ტიჰომირ თოდოროვთან და აღმოსავლეთის მენეჯერ ლუბომირ დობრევთან.

შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა ვარნასა და ფოთს შორის პორტების თანამშრომლობის მომავალ ზრდაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ისინი ეწვევიან ფოთის პორტს.