საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - "გამარჯობა, მე მქვია თბილისი"

საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის (ზურაბ ფერცულიანი) ორგანიზებით ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში 7 თებერვალს მოეწყო ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - "გამარჯობა, მე მქვია თბილისი". გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ქართულ დიასპორასთან ვარნაში და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან. საღამოს სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებიათ ქართული ღვინოები.

გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს შეეძლებათ ქ. ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე!