საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ქ. ვარნის მერთან

საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ალბანელ კოლეგასთან ერთად ერთობლივი შეხვედრა გამართა ვარნის მუნიციპალიტეტის მერ ბატონ ივან პორტნიხთან, რომელმაც მათ ინფორმაცია მიაწოდა ქალაქის უახლეს ინიციატივებსა და პროექტებზე.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქალაქ ვარნას, ფოთსა და ქობულეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. მან დაანონსა პირველი ჩარტერული რეისი, რომელიც დაგეგმილია მაისის თვისთვის ვარნადან თბილისში, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან.