საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ევროპის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას აპირებენ სახმელეთო გზით, ბულგარეთის ტერიტორიის გავლით:

2020 წლის 30 ივნისამდე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბულგარეთის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მოქალაქეების შემოსვლა აკრძალულია! გამონაკლისს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ბულგარული ბინადრობა, ან ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს გრძელვადიანი ბინადრობის უფლება. ამ უკანასკნელის მფლობელებს შეუძლიათ ბულგარეთის ტერიტორიაზე ტრანზიტულად გავლა, ქვეყნის აუცილებლად დატოვების პირობით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული თქვენი მგზავრობის დაგეგმვისას, ვინაიდან შენგენის სივრცეში გადაადგილებას და მის დატოვებას (უნგრეთიდან სერბეთში გადასვლისას) უპრობლემოდ შეძლებთ, მაგრამ სერბეთში აღმოჩენისას, ვერც ბულგარეთში შემოხვალთ (თუ არ აკმაყოფილებთ ზემოხსენებულ პირობებს) და ვერც უკან დაბრუნდებით უნგრეთში (შენგენის სივრცეში).