საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ ღონისძიება- ელჩი ერთი დღით

დღეს ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თამარა ლილუაშვილი დაესწრო ონლაინ ღონისძიებას - „ელჩი ერთი დღით“.

2018 წლიდან ბულგარეთის რესპუბლიკაში ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება. ბულგარეთის მასშტაბით ახალგაზრდა გოგონებს ეძლევათ შანსი პროექტში მიიღონ მონაწილეობა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, განვითარდნენ და შთააგონონ სხვები.

კონკურსის თანახმად მხოლოდ თვრამეტ გამარჯვებულს ხვდა წილად ბულგარეთის ვიცე პრეზიდენტთან და ბულგარეთში აკრედიტებულ ელჩებთან ემუშავათ და მათთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობებში.

დღეს გაიმართა შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება, სადაც პროექტში გამარჯვებულ გოგონებს საშუალება მიეცათ ესაუბრათ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებებზე.

ამ პროექტში საქართველოს საელჩოს გამარჯვებული გახდა ელენა რადულოვა ქალაქ ვიდინიდან.