საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბულგარეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ბულგარეთის რესპუბლიკაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო ვითარება 15 ივლისამდე გაგრძელდა.
ჯანდაცვის მინისტრმა, კირილ ანანიევმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ემყარება ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების სიღრმისეულ ანალიზს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ 9 ივნისის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის მატარებელი ადამიანებისა და პაციენტების რაოდენობა. ყოველდღიურად, საშუალოდ 26 შემთხვევა ვლინდება, ხოლო 10-დან 23 ივნისამდე მათმა რიცხვმა საშუალოდ 84 შეადგინა, ”რაც ნიშნავს კორონავირუსის მატარებელი ადამიანების რიცხვის 3.2-ჯერ გაზრდას,” - განაცხადა კირილ ანანიევმა.

ჯანდაცვის მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალი ზომები არ დაწესდება და ძალაში დარჩება მხოლოდ: ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა ან გარკვეული ქვეყნებიდან პირებისთვის კარანტინის დაწესება, ჰიგიენისა და დისტანციის დაცვა, დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში დამცავი ნიღბების ტარება და მუშაობის დისტანციური ფორმა, აგრეთვე, ადამიანების ჯგუფების შეკრების შეზღუდვა და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შეზღუდვა.