საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანის განცხადება

დიდი ალბათობით საქართველო იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს - დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში იქნება, თუმცა ბუნებრივია აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის მხრიდან ოფიციალური დადასტურება სჭირდება. მინისტრის განცხადებით, დადასტურების შემდეგ ევროკავშირს ექნება კონკრეტული რეგულაციები, რასაც ის დააწესებს.

„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლება და მთავრობას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთაზე, ეს იქნება მიღებული ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არ იქნება უბრალოდ საზღვრების გახსნა, ამას მოყვება შესაბამისი რეგულაციები, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს.

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული ბრიუსელში. დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ევროკავშირზე, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.