საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პირველმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა აღნიშნა,რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ, (2019 წლის თებერვალი) საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის პოლიტიკურიდიალოგის ინტენსიფიკაციის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო პირობები შეიქმნა.

„განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის მისწრაფება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გამოითქვა იმედი,რომ პანდემიის დასრულების შემდგომ,ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კულტურული ტურიზმის სფეროში გაღრმავდება,რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.