საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით საქართველოში დაბრუნების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2020 წლის 30 დეკემბრიდან საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესასვლელად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი საბუთი.
ტესტის არქონის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემავალი პირები დაექვემდებარებიან 7 დღიან კარანტინს.
აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს 2021 წლის 1 მარტამდე.