საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ჟენი ნაჩევასთან. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლას, ვაქცინაციის პროცესსა და ბულგარული მხარის მზაობას, დახმარება აღმოუჩინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ვაქცინების შეძენაში, კერძოდ, გაუზიაროს COVAX-ის პროგრამით მისაღები საკუთარი ვაქცინები.

ბულგარეთის რესპუბლიკას აქვს მზაობა, გაუზიაროს საკუთარი წილი ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს და დახმარება აღმოუჩინოს მათ შესაბამისი მწარმოებლებისგან აღნიშნული პროდუქციის მიღებაში. 
ელჩმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნაჩევას ბულგარული მხარის მზაობისთვის, საქართველოს აღმოუჩინოს დახმარება პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.