საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თამარ ლილუაშვილის ინტერვიუ, საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დღეებთან დაკავშირებით

იუნესკოს რეგიონალური ცენტრის ყურადღება, რომელიც მთლიანად მოქმედებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, საქართველომ მიიპყრო და საქართველოს ელჩისგან, თამარ ლილუაშვილისგან ინტერვიუ აიღო.

ინტერვიუს პირველი ნაწილი, საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შეეხო, სადაც ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ამ ჩამონათვალში საქართველოს სამი ძეგლი შედის, მათ შორის: ძველი დედაქალაქი მცხეთა, ქუთაისში მდებარე მე-12 საუკუნის გელათის მონასტერი და მაღალმთიანი სვანეთი.  

ჩვენ ვართ პატარა ერი, უძველესი ისტორიითა და კულტურით და ვამაყობთ იმით, რაც გვაქვს. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური გზაა ახალგაზრდა თაობების წახალისება, რომ ისწავლონ უფროსებისგან, მათ კი ცოდნა გადასცენ მომავალ თაობებს.“ ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ქვეყნის სხვადასხვა მეთოდით პოპულარიზაციას და, რომ ახალგაზრდა თაობა დიდ როლს თამაშობს მასში.

ინტერვიუს შემდეგ ნაწილში ელჩმა, ყურადღება გაამახვილა ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ოთხ ელემენტზე, რომელიც უკვე იუნესკოს წარმომადგენლობით სიაშია: ქართული პოლიფონია, ქვევრში ღვინის დუღილის უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, ქართული დამწერლობა და  ჭიდაობა.

დროა ქართული ტრადიციული სუფრა ამ ჩამონათვალში შევიტანოთ. სუფრა არის ქართული სოციალური კულტურის ნაწილი. მისი იუნესკოს სიაში შეტანით კი უზრუნველყოფილი იქნება ქართული სუფრის ტრადიციების პოპულარიზაცია და შესაბამისი დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, რაც გათვალისწინებულია კონვენციით.