საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მილა ცაროვსკასთან

ელჩმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის  განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მილა ცაროვსკასთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი, პროფესორი მარკო ანდონოვი.
  • შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.