საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის ეკონომიკის მინისტრთან კრეშნიკ ბეკტეშისთან

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გეგმები; ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მიმართულებით ხელშეკრულების  გაფორმების პერსპექტივები; ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. 
გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ტურისტული ნაკადების ზრდის აუცილებლობას და ამ კონტექსტში, ტურისტული ჯგუფების ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობას. 
ეკონომიკის მინისტრმა, გამოხატა ქართული პროდუქციის ჩრდილოეთ მაკედონიის ბაზარზე იმპორტის მხარდაჭერისა და ამისთვის , გამოფენის ორგანიზების მზადყოფნა.