საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატებთან

ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატებთან პროფესორ მარკო ანდონოვთან და დარკო გაცოვთან.
შეხვედრის ფარგლებში, საპატიო კონსულობის კანდიდატებმა პრეზიდენტს წარუდგინეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის საკუთარი იდეები, ისევე როგორც სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით - განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და წარმოების სფეროებში.