საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქუთაისისა და გაბროვოს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის, რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის, შერჩეულ იქნა ქუთაისი და გაბროვო.

პანდემიის გამო, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და გაბროვოს მერმა ტანია ხრისტოვამ ონლაინ ფორმატში განახორციელეს მემორანდუმის ხელმოწერა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა ხელმოწერის ცერემონიას გაბროვოში.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ქუთაისის ფოტოების გამოფენა.

პროექტის „საქართველოს ელჩი ერთი დღით“ გამარჯვებულებს, სოფიას ამერიკულ-ინგლისური აკადემიის სტუდენტებს იულიანა გერჩევას და ფილიპ ტერზისკის ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ხელმოწერის ცერემონიაში.