საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის სამუშაო ვიზიტი გაბროვოში

ელჩმა, შეხვედრები გამართა ორივე მუზეუმის დირექტორთან პროფესორ სვეტლა დიმიტროვასა და მარგარიტა დოროვსკასთან.  შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებით ეთნოგრაფიისა და ხელნაკეთი ხელოვნების მიმართულებით ელჩმა გამოხატა მომავალში, ორივე მუზეუმთან აქტიური ინტერაქციის მზადყოფნა.
პროექტის „საქართველოს ელჩი ერთი დღით“ გამარჯვებულებმა, სოფიას ამერიკულ-ინგლისური აკადემიის სტუდენტებმა იულიანა გერჩევამ და ფილიპ ტერზისკიმ, ასევე მიიღეს მონაწილეობა შეხვედრებში.
სიმბოლურია, რომ ელჩის შეხვედრები დაემთხვა მუზეუმების საერთაშორისო დღეს.