საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბაჩკოვოს მონასტერში აღინიშნა

საელჩოს ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ბულგარეთში ქართულ დიასპორასთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საპატიო კონსულ იული ნიუშევთან ერთად, სიმბოლურ ადგილას - ბაჩკოვოს მონასტერში, რომელიც აგებულია მე-11 საუკუნეში, ქართველი ძმების ბაკურიანების მიერ.
მონასტრის წინამძღვარმა მამა სიონიმ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღმართა, წირვის შემდეგ, მონასტრის ტერიტორიაზევე შედგა ქართული ტრაპეზი.
ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, მონასტრის წინამძღვარს მამა სიონის უსახსოვრა იესო ქრისტეს ხატი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის იქნა ჩამოტანილი საქართველოდან.
გვსურს, გადავუხადოთ მადლობა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში საელჩოს მხარდაჭერისთვის!