საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მხატვრის გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა "ყვავილები" და ფოტოგამოფენა "გამარჯობა, მე მქვია თბილისი"

საქართველოს საელჩომ, საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან ერთად სოზოპოლში ფრანკოფონიური ფესტივალის "Soleil" ფარგლებში ღონისძიებები გამართა.
დედაქალაქის მერიის შენობაში ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების ფოტოგამოფენა "გამარჯობა, მე მქვია თბილისი“  გაიმართა, რომელიც ასახავს დედაქალაქის არსს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურების საინტერესო ნაზავს.
ამავე შენობაში გამოიფინა ქართველი მხატვრის გიორგი სისაურის ნამუშევრები "ყვავილები",  რომელსაც შემდგომ მცირე მიღება მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაზე მყოფმა სტუმრებმა რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო  დააგემოვნეს, მათ ქართველი კალიგრაფის, გიორგი სისაურის მიერ, ქართული ანბანით შესრულებული ხელნაწერები მიიღეს საჩუქრად