საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოცურავეთა ნაკრები

2021 წლის 24-27 ივნისს, სოფიაში იმართება ბულგარეთის ღია პირველობა ცურვაში, რომელიც, ამავდროულად, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო ეტაპის შეჯიბრებაა.
საერთაშორისო ტურნირში საქართველოს მოცურავეთა ნაკრებიც მონაწილეობს, რომელიც 12 სპორტსმენით არის წარმოდგენილი - 11 ბიჭი და 1 გოგო.
საქართველოს საელჩო წარმატებებს უსურვებს ჩვენს მოცურავეებს ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებაში.