საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ინტერვიუ ჟურნალში "ვოიაჟი"

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ინტერვიუ მისცა ბულგარეთის ერთ-ერთ წამყვან ჟურნალს „ვოიაჟი“.
ინტერვიუს პირველი ნაწილი პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა და საქართველო-ბულგარეთს შორის პირდაპირი რეისების  აუცილებლობას შეეხო. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მასობრივი  ვაქცინაციით შევძლებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას და მისი დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანას, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთს  შორის მიმოსვლის გამარტივებას გულისხმობს, თუნდაც ჩარტერული რეისებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ორივე ქვეყანაში. 
ინტერვიუში ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიამდე ტურიზმის ინდუსტრია  ერთ-ერთი ყველაზე მზარდი იყო საქართველოში, რომელმაც ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს 9,3 მილიონზე მეტ ტურისტს მიაღწია. ამრიგად, საქართველოს მთავრობისთვის ეკონომიკის აღსადგენად ტურიზმი  პრიორიტეტულ საყრდენს წარმოადგენს. აგრეთვე, აღინიშნა, რომ საქართველო ტურიზმის განახლების მიზნით საზღვრებს თანდათანობით ხსნის ყველანაირი უსაფრთხოების ზომების  გათვალისწინებით, ამჟამად კი 47 ქვეყნის ტურისტს შესაძლებლობა აქვს ესტუმროს საქართველოს, ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტი უარყოფითი შედეგით ან სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატით. 
ინტერვიუს მეორე ნაწილში, ელჩმა ეკო და აგრო ტურიზმზე, როგორც მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო როგორც ტურისტულად მოთხოვნადი  მიმართულება, აქტიურად მუშაობს კონკურენტუნარიანი სერვისის შექმნასა და მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილებაზე.
ინტერვიუზე საუბარი შეეხო, საქართველოს, როგორც დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანას, რომელმაც შეძლო საკუთარი თავის ტრანსფორმაცია ტურიზმის განვითარების გზით. 
ამასთან ელჩმა, განაცხადა, რომ საქართველოში ტურისტულ ბიზნესს დიდი მხარდაჭერა აქვს სხვადასხვა შეღავათებითა და პროგრამებით, კრიზისის პირველივე დღიდან. 
ბოლო ნაწილი, კი საქართველოს უნიკალურობას შეეხო, სადაც ელჩმა ქვეყნის ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობაზე ისაუბრა. მკითხველს კი საქართველოში მოგზაურობა ურჩია.