საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თავადი ალექსი წერეთლის ბარელიეფის გახსნის ცერემონია

8 მაისს, საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილისა და საპატიო კონსულის დინკო დინევის ორგანიზებით, ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე - სვეტი ვლასში სპეციალური დიპლომატიური მოგზაურობის ფარგლებში, გაიმართა თავადი ალექსი წერეთლის ბარელიეფის გახსნის ცერემონია, რომელსაც ყაზახეთისა და ეგვიპტის ელჩებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ცერემონიაზე მყოფმა სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“, რომელიც საქართველოს დედაქალაქის არსს ასახავს.