საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო საზღვაო-სამხედრო წვრთნებში "Sea Breeze 2021" მონაწილეობას საქართველოც იღებს

2021 წლის 11-19 ივლისს, ბულგარეთის რესპუბლიკის ქ. ვარნაში  იმართება საერთაშორისო საზღვაო-სამხედრო წვრთნები "Sea Breeze 2021", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად წარმოდგენილია საქართველოც, კერძოდ, საპატრულო პოლიციის სანაპირო დაცვის კატერით "ოჩამჩირე". 
 ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგა ნგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი დაესწრო სწავლებების გახსნის ცერემონიას და შეხვდა გემის კაპიტანს.