საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

✅თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ბულგარეთის რესპუბლიკაში ბინადრობის დროებითი, გრძელვადიანი ან მუდმივი უფლება; ან არის ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქის/ბინადრობის უფლების მქონე პირის ოჯახის წევრი;
✅თუ მოქალაქე არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ქვეყანაში ვიზიტი უკავშირდება მათი პროფესიული საქმიანობის წარმოებას;
✅თუ მოქალაქე აწარმოებს საქმიანობას, რომელიც უკავშირება სამედიცინო საშუალებებისა და ტექნიკის გადაზიდვა-მიწოდებას;
✅თუ მოქალაქე ქვეყანაში შემოდის სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროში საქმიანობის გასაწევად (აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მოწვევისა და თანხმობის ქონის შემთხვევაში);
✅თუ მოქალაქე ქვეყანაში შემოდის ბულგარეთის მოქალაქეობის მისაღებად, აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების და წერილის არსებობის შემთხვევაში;
✅თუ მოქალაქეს გააჩნია ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ან მოადგილესგან მიღებული ოფიციალური წერილობითი თანხმობა ქვეყანაში შემოსასვლელად.
📌პირები, რომლებიც აღნიშნულ გამონაკლისთა სიას მიეკუთვნებიან, აუცილებლად უნდა წარადგინონ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად.
📌ხოლო პირები, რომლებიც ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოვლენ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, გაივლიან 10 დღიან თვითიზოლაციას.
✅საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში და მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შედიან მასში.
📌აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება.