საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბულგარეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

🔺 რესტორნები, კაზინოები და აზარტული თამაშების სხვა დაწესებულებები იმუშავებენ 07.00-დან 22.00 საათამდე. 
🔺პერსონალს მოეთხოვება ნიღბების ტარება, ხოლო ვიზიტორებმა უნდა დაიცვან 1.5 მეტრი დისტანცია. 
🔺მაგიდასთან დაიშვება არაუმეტეს 6 ადამიანისა. 
🔺სასწავლო ცენტრებში ჯგუფური მეცადინეობები დაშვებულია, 1.5 მეტრი დისტანციის დაცვით და ერთ გაკვეთილზე არაუმეტეს 10 დამსწრის პირობებში;
🔺საბავშვო ცენტრები და კლუბები დაიკეტება;
🔺კონგრესები და ტრენინგები დაშვებულია, ფართის არაუმეტეს 30%-ის შევსების და არაუმეტეს 30 ადამიანის მონაწილეობის პირობის დაცვით. მსგავს ღონისძიებებზე ნიღბების ტარება სავალდებულოა;
🔺Team building-ები და ყველა სახის მასობრივი ღონისძიებები იკრძალება;
🔺კინოთეატრებსა და თეატრებში სიარული დაშვებულია, დარბაზის 50%-ამდე შევსებით;
🔺მუზეუმებსა და გალერეებში სიარული დაშვებულია, ნიღბების ტარების აუცილებლობით და 8 კვადრატულ მეტრ ფართზე არაუმეტეს ერთი ადამიანის ყოფნის პირობის დაცვით;
🔺სპორტული ღონისძიებები დახურულ სივრცეში დაშვებულია მაყურებლის გარეშე;
🔺სპორტული ღონისძიებები ღია სივრცეებში (სტადიონები) დაშვებულია ტრიბუნის მოცულობის არაუმეტეს 30%-ის შევსების და დამსწრეთა მიერ ნიღბების ტარების პირობის დაცვით:
🔺კერძო ღონისძიებები, როგორებიცაა ნათლობა, ქორწილი და სხვა, დაშვებულია - დახურულ სივრცეში არაუმეტეს 30, ხოლო ღია სივრცეში არაუმეტეს 60 პირის ყოფნის პირობის დაცვით. 
🔺სასწავლო პროცესი სკოლებში დაიწყება დასწრებით (in person) 15 სექტემბრიდან.