საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გამოჩენილი ბულგარელი ჟურნალისტი გიორგი მილკოვი ინტერვიუს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან, ავღანეთში ევაკუაციის მცდელობებში საქართველოს როლის შესახებ

ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტის გეორგი მილკოვის ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან, ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს წვლილის თაობაზე.
📌წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ ოპერაციებში - საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში (ISAF) და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM). 
📌ავღანეთში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას არ ჰქონდა მოსახლეობის წინაღმდეგობა.
📌აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალ წევრს, შეუძლია გაიზიაროს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.
📌დღეს, როდესაც ავღანეთში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო აქტიურად ჩაერთო ჰუმანიტარული და ევაკუაციის პროცესებში.
❌ევაკუაციის ოპერაციის დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განლაგდა მძიმე საჰაერო გადაადგილების ფრთის (HAW) სამი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17 Globemaster III, რომლებიც მოქმედებდნენ სტრატეგიული საჰაერო გადაყვანის შესაძლებლობების (SAC) პროგრამის ფარგლებში. თვითმფრინავები რეგულარულ რეისებს ასრულებდნენ თბილისი-ქაბული-თბილისის მარშრუტზე ავღანეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით. ქაბულიდან თბილისში დაახლოებით 20 რეისი განხორციელდა, რომელთა საშუალებითაც მოხდა დაახლოებით 2500 ადამიანის ევაკუაცია. 
📌ვინაიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი სახელმწიფო ახორციელებდა ავღანეთიდან თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სასწრაფო ჰუმანიტარულ ევაკუაციას, საქართველომ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სანდო წევრმა, გადაწყვიტა ჩართულიყო ამ პროცესში. 
📌მასშტაბური სირთულეების დროს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელობას როგორც რეგიონალური აქტორისა, საიმედო პარტნიორისა, რომელსაც შეუძლია უზრუნველჰყოს რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა.