საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის ინტერვიუ ბულგარეთის წამყვან გამომცემლობასთან

ინტერვიუს პირველ ნაწილში, ელჩი დეტალურად განიხილავს, შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებულ ვითარებას. მისი თქმით, რუსეთის მიერ ევროპის სუვერენული საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობამ, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესება გამოიწვია, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა საერთაშორისო წესრიგს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციამ კი შექმნა სახიფათო მოდელი, რომელიც რუსეთმა შემდგომში უკრაინაშიც გამოიყენა, რამაც თავის მხრივ სერიოზული საფრთხე შეუქმნა არამხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ ევრო-ატლანტიკურ სივრცესაც.

ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვს შავი ზღვის რეგიონში არასტაბილური status quo-შენარჩუნების მკაფიო ინტერესი აქვს“- აცხადებს ელჩი თამარ ლილუაშვილი.

ელჩი აღნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკა მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესის შელახვას, უსაფრთხოების დესტაბილიზაციას, ადამიანის უფლებების დარღვევას, განსაკუთრებით საქართველოში. რუსეთი ისევ განაგრძობს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას, რომელიც მათ შორის, ითვალისწინებს რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანას.

ელჩი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ქმედებებმა, განხორციელებულმა აგრესიამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამ და ყირიმის ანექსიამ, ბოლო წლებში ნატო- ყურადღება მიიპყრო, სწორედ ამიტომ 2016 წელს ალიანსმა რუსეთის შემაკავებელი პოზიციის გაძლიერება გადაწყვიტა - „ჩვენ მივესალმებით ნატო- მეტ ჩართულობას შავ ზღვაში, რომელიც რუსეთის საუკეთესო შემაკავებელი ფაქტორია და რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი საწინდარია“.

ინტერვიუს მეორე ნაწილში, საუბარია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ელჩის განცხადებით, საქართველომ, როგორც რეგიონის ერთ-ერთმა წამყვანმა რეფორმატორმა, კარგ შედეგებს მიაღწია ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაში,  რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის მთავარ სამართლებრივ საფუძვლად რჩება. ის ასევე ხაზს უსვამს,  2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთების მნიშვნელობას, რომელიც ქართველი ხალხისათვის ძლიერი სტიმულის მიმცემი იქნება.

საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, როგორც ალტერნატიულმა სატრანსპორტო კერამ და ალტერნატიულმა ენერგიის მარშრუტმა“. ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ შავ ზღვასთან კავშირი არის სწორედ ის მიმართულება, რომელშიც საქართველოსა და ბულგარეთს საერთო ინტერესები აქვთ. „ჩვენ ველით უფრო მეტ ევროპულ ინვესტიციას და ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობას შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით“. ელჩი აქვე დასძენს, რომ შავი ზღვა აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური და სამეცნიერო გზაჯვარედინია, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით, შავი ზღვა შეიძლება გახდეს მომდევნო მთავარი ენერგეტიკული ბრძოლის ველი მსოფლიოში და კასპიის აუზიდან ევროპაში ენერგიის რესურსების სატრანზიტო დერეფანი. ამრიგად, ამ რეგიონის სტაბილურობა და კეთილდღეობა შეიძლება ნიშნავდეს ძალიან  დიდ წინსვლას საქართველოსთვის.

ინტერვიუში ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა, მომავალზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ერთიანი დეკლარაცია უნდა შეიმუშაოს. ელჩი განმარტავს, რომ საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინას, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრებს, სჭირდებათ უფრო მეტი ხელშესახები ინსტრუმენტი ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისათვის, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელსაც მათ წლების განმავლობაში მიაღწიეს.

ინტერვიუს დასასრულს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბულგარეთი მუდმივად იყო საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის. თუმცა, ამავე დროს, ელჩის მოსაზრებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობისა და შავი ზღვის სატრანზიტო რესურსის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით არსებობს საკმაოდ დიდი აუთვისებელი პოტენციალი.