საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრეს ტური საქართველოში

საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა გამოჩენილ ბულგარელ ჟურნალისტთა ჯგუფს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში 24-29 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ პრეს ტურზე გაემგზავრებიან. 
საქართველოში მოგზაურობისას ბულგარელ ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ ისტორიულ ადგილებს, დააგემოვნონ ქართული ღვინო, მიიღონ მონაწილეობა კულინარიულ 🍴მასტერკლასში, შეიგრძნონ ქვეყნის უნიკალურობა და მოუყვნენ ბულგარელ მაყურებელს ამის შესახებ.
ჩვენ ველით მოვისმინოთ მათი შთაბეჭდილებები შესანიშნავი საქართველოს შესახებ.