საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში- „ძალადობრივი ექსტრემიზმი, როგორც საფრთხე დემოკრატიული საზოგადოებისთვის"

20 სექტემბერს, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში- „ძალადობრივი ექსტრემიზმი, როგორც საფრთხე დემოკრატიული საზოგადოებისთვის: მედიისა და ონლაინ სოციალური ქსელების როლი, როგორც ამ იდეოლოგიების გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი“, რომელიც ორგანიზებული იყო კონრად ადენაუერის ფონდის პროგრამის "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მედია" და სოფიის უსაფრთხოების ფორუმის მიერ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მემარჯვენე ექსტრემიზმის შესწავლას სამხრეთ ევროპის ექვს ქვეყანაში -🇧🇬ბულგარეთში, 🇦🇱ალბანეთში, 🇭🇷 ხორვატიაში, 🇲🇰 ჩრდილოეთ მაკედონიაში, 🇷🇴 რუმინეთსა და 🇷🇸 სერბეთში.