საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონაწილეობა მიიღო, სკოპიეში გამართულ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრაში (SEDM)

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონაწილეობა მიიღო, 3-4 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრაში (SEDM).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით, ელჩმა წარსმოსთქვა სიტყვა, სადაც წარადგინა SEDM-ის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის განვითარების თაობაზე, საქართველოს ეროვნული ხედვა.
მინისტერიალის დასასრულს მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, წევრი ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას შეინარჩუნონ რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა და გაიღონ ძალისხმევა უფრო მჭიდრო რეგიონალური თანამშრომლობის განსავითარებლად.