საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ახალგაზრდულ ატლანტიკურ ხელშეკრულების ასოციაციასთან (YATA Georgia)

დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც ქართული დიპლომატიის 17 წლის იუბილეს ეძღვნება, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონაწილეობა მიიღო არაკომერციულ და  დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - ახალგაზრდული ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციასთან (YATA Georgia) შეხვედრაში.
შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საკუთარ დიპლომატიურ გამოცდილებაზე, განიხილა საქართველო-ბულგარეთსა და საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, მიმდინარე აქტივობები და დაგეგმილი ღონისძიებები, ქართველი სტუდენტების ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთში სწავლის შესაძლებლობები.  
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.
შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეებში და დაისვა მრავალი კითხვა.