საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ინიციატივით გამართული მასტერკლასი

საქართველოს ელჩის ინიციატივითა და  საპატიო კონსულის იული ნუშევის დახმარებით, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა ხაჭაპურის მასტერკლასი. 🍴
მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის, მონტენეგროს, მაროკოსა და რუმინეთის ელჩებმა, ბულგარეთში UNICEF-ის წარმომადგენლის მოადგილემ, აშშ-ს საელჩოს მისიის უფროსის მოადგილემ და PanEuropa Bulgaria პრეზიდენტმა/დამფუძნებელმა გერგანა პასიმ.სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მოემზადებინათ ყველაზე ცნობილი ქართული კერძი - ხაჭაპური და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.