საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (AUBG)

ელჩი თამარ ლილუაშვილი, საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან ერთად, ბულგარეთში ამერიკულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მათ შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან დავიდ ევანსთან.
უნივერსიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ქართველ სტუდენტებს შორის ცნობადობის გაზრდის საკითხები და ამ კონტექსტში ქართველი სტუდენტების დაფინანსების ხელშეწყობის აუცილებლობა.
ელჩმა ასევე გამართა შეხვედრა უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან, სადაც მათ საელჩოს საქმიანობასა და განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა ხაზი გაუსვა ბულგარეთში საქართველოს წარმოჩენის საქმეში ქართველი სტუდენტების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობას და მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახა.