საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცედურების ხელმოწერა

30 ნოემბერს, სოფიაში შედგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის - თამილა ბარკალაიასა და ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილის ლაზარ ლაზაროვის შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცედურებს.