საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტს (UACS) შორის ურთიერთთანამშრომლობისა და საპრეზიდენტო სტიპენდიის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა

ონლაინ ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ელჩმა თამარ ლილუაშვილმა. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან UACS-ის რექტორმა მარიან ბოჟაჯიევმა.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, დაწესდება საპრეზიდენტო სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის, სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში სასწავლებლად, რომლის ხარჯებს გაიღებს ჩრდილოეთ მაკედონიის მხარე. 
გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საპატიო კონსულს მარკო ანდონოვს ამ ინიციატივისთვის!