საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2021 წლის 3 დეკემბერს, თბილისში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ქართული მხრიდან, დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან - მინისტრის მოადგილე ფატმირე ისაკი.

 მხარეები მიესალმნენ ახალდამყარებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის საკმაოდ პოზიტიური განვითარების დინამიკას. აღინიშნა მინისტრის მოადგილის ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტია.